იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ჩემმა კლიენტმა თვითმკვლელობა სცადა, მე კი შიმშილობა გამოვაცხადე“- ადვოკატი მარიამ ლევიძე

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივლისი 2023

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ადვოკატმა შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატ მარიამ ლევიძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მისმა კლიენტმა თვითმკვლელობა სცადა, თავად კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ მის კლიენტებზე შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა, რაც მტკიცებულებებზე დაყრდნობილი არ ყოფილა.
“საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო. ჩემი კლიენტი უსამართლობას და ცილისწამებას ვეღარ უძლებს და თვითმკვლელობა სცადა, მე კი შიმშილობა გამოვაცხადე.,”- აცხადებს მარიამ ლევიძე.
საქმე ეხება, 2 თვის წინ წყალტუბოში მომხდარ ინციდენტს. არასრულწლოვანი მამას და ბიძას ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც აღნიშნული პირები დაკავებულები იყვნენ. 
 
 
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია