იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქვეყანა იცლება! 2022 წელს საზღვარგარეთ 46 397 საქართველოს მოქალაქე დარჩა“ - რომან გოცირიძე

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივლისი 2023

ქვეყანა იცლება! გასულ, 2022 წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. ეს ყველზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე წერს. 
 
დეპუტატი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ორ წელში ორი დიდი ქალაქის მოსახლეობა გავიდა ქვეყნიდან.  
„2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდის მოსახლეობა ერთად აღებული.
ორი დიდი ქალაქი დავკარგეთ ორ წელიწადში:(("- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. 
შეიძლება იყოს text გამოსახულება
 
 
 
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია