"ცალსახა კრიზისია, მგონი ამაზე არავინ დაობს, მაგრამ კრიზი მარტო მმართველ გუნდში არ არის, ის რაც მმართველ გუნდში იხდება ირეკლება საზოგადოებაზეც, მე რა ხდება მმართველ გუნდში არ ვიცი,არც მიზეზები მაინტერესებს და არც შედეგები, მე შემიძლია გითხრათ ჩემ ირგვლივ რა ხდება - საზოგადოებაში და იმ ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობ. ხალხი არის ძალიან დაბნეული, ხალხმა მერამდენედ უკვე ვერ გაიგო ატყუებენ? იყენებენ? მხოლოდ ელექტორატად მიიჩნევენ და 4 წელიწადში ერთხელ ახსენდებათ, რომ საერთოდ არსებობს მოსახლეობა? - აძლევენ ურიცხვ და ურიცხვ დაპირებებს, მერე კი აღარ უსრულებენ“, - განაცხადა ირმა სოხაძემ.