გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის მხარის სახვითი ხელოვნების ცენტრში გამოფენა-კონკურსი ჩატარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 თებერვალი 2019

დღეს  მ.ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, გურიის მხარის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშავრების VIII გამოფენა - კონკურსის პრეზენტაცია - " ზამთრის ვერნისაჟი" გაიმართა , რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი - კონსტანტინე შარსაშენიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი - მარინა ჯაფარიძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე ესწრებოდნენ.

გამოფენა-კონკურსში მონაწილეობა მიიღო 350-მა მონაწილემ, წარმოდგენილი იყო 500-მდე ნამუშევარი და გამარჯვებული გახდა 34 სკოლის მოსწავლე . გამარჯვებულებს კუთვნილი ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გადასცა და  დააანონსა რომ, 2019 წელს ოზურგეთში აშენდება "სამხატვრო სკოლა."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია