ქუთაისის "ტორპედო" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კახა ჩხეტიანმა თანამდებიბა დატოვა. ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
"ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა. "ტორპედო" მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება "ტორპედოს" ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კახა ჩხეტიანი კლუბში მთავარ მწვრთნელად წლების განმავლობაში მუშოაბდა. მან თანამდებობა 2021 წელს დატოვა, თუმცა კლუბში ერთი წლის წინ დაბრუნდა.