შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა ექნებათ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2019

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ფარგლებში მართავს ზეპირ მოსმენას იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებმაც წარმოადგინეს დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციები მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მსჯელობენ.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მუნიციპალური ნარჩენების მართვა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა და უშუალო კავშირშია ქვეყნის მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მეორე თემატური მოკვლევის თემად განისაზღვრა „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა“.

„დავიწყეთ მოკვლევა მუნიციპალურ ნარჩენების პრობლემაზე, რომელსაც უმეტეს მუნიციპალიტეტში ვაწყდებით ნარჩენების მართვის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი წელია ამ კუთხით რადგან კანონმდებლობით სავალდებულოა მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ გეგმები ნარჩენების მართვის.

დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ არასამთავრობოებს რას ხედავენ პრობლემებს და რაზეა ყურადღება გასამახვილებელი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომიტეტში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არის პირველი კომიტეტი, რომელმაც დანერგა თემატური მოკვლევის პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტით მოხდა
საპარლამენტო ზედამხედველობის ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია და მისი გამოყენება ახლა უკვე სხვა საპარლამენტო კომიტეტებსა თუ მუდმივმოქმედ საბჭოებსაც შეუძლიათ.

კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა თითოეული წერილობითი პოზიცია.

შესაბამისად, 1 მარტს სამუშაო შეხვედრის მიზანია წერილობით წარმოდგენილი დადასტურებული პოზიციების წარმომდგენი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეპირი მოსმენა და პოზიციების განხილვა.

აღნიშნული თემატური განხილვა საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო პირებს გააჟღერონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, პრობლემები და რეკომენდაციები.

თემატური მოკვლევის პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია