შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჩუმლაყში ეპიდკვლევა გრძელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივლისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეპიდკვლევა გრძელდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მოძიებულია კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის 15 კონტაქტი.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით იმის გასარკვევად მოხდა თუ არა შიდა გავრცელება, სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას და კონტაქტების მოძიებას განაგრძობენ.

,,კორონავირუსით ინფიცირებული პირი 29 ივნისს შემოვიდა სომხეთიდან და ოთხჯერ ჩაუტარდა ტესტირება. ბოლო სავალდებულო ტესტირება 7 ივლისს ჩატარდა, რომლის დროსაც მას ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა
ამ დროისთვის მასთან კონტაქტში მყოფი 15 კონტაქტია მოძიებული, თუმცა ეპიდკვლევა არ არის დასრულებული.

მოძიებული ყველა პირის ტესტირების ნიმუშები აღებულია საღამოს ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება.
ეს შემთხვევაც, როგორც წინა შემთხვევები, არის სავარაუდოდ შემოტანილი და არ არის ადგილობრივი.
ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიძიოთ კონტაქტები, ამაში როგორც თვითმმართველობა, ასევე პოლიციაც გვეხმარება”,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, დღეს გაიმართება გუბერნატორთან სპეციალური სხდომა, რომელშიც მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ეპიდემიოლოგები და ადგილობრივები მიიღებენ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდება არსებული ეპიდსიტუაციის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძებების დაგეგმვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია