კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 6 არასრულწლოვანი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2023

ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი პირი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს ჯეოპისპიტალსში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

ფოტო: გვერდი საგარეჯო

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია