კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საჩუქარი ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 სექტემბერი 2023
2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს - 400 ლარს გადასცემს.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ;
ცნობისთვის, 2022-2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 86 მედალოსანია. მათგან - 69 ოქროსი და 17 - ვერცხლის.

მარიის ინფორმაციით, მათი ფულადი ჯილდოთი წახალისების მიზნით, ადგილობრივ ბიუჯეტში 41 300 ლარია განსაზღვრული.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია