შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2020

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას ინფორმაციით, ლაგოდეხში ექსპერტთა ჯგუფი ჩავა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი ადგილზე შეისწავლის არსებული ჭაბურღილების მდგომარეობას, საიდანაც ხდება სოფლების წყლით მომარაგება. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მან მოსახლეობას ლაგოდეხში შეხვედრისას მიაწოდა.

,,ჯგუფის შეფასების დასკვნის საფუძველზე, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, მოხდება ჭაბურღილების რეაბილიტაცია და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1200-მდე ადამიანისთვის წყლის მიწოდების რეჟიმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”,- განაცხადა გიგა მანდარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია