შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ის, რომ თელავის „ავერსის“ კლინიკა პაციენტებს არ იღებს, არ დასტურდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის ავერსის კლინიკაში პაციენტებს არ იღებენ.

„თელავის ავერსში რახდება, რომ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს, პაციენტებს არ ვიღბთო აბა ვიღას იღებთ და რისთვის ხართ”, – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში თელავის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

თელავის “ავერსის” კლინიკაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც knews-ს „ავერსის“ კლინის თანამშრომელმა ნატალია ყურშიტაშვილმა განუცხადა, პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში იღებენ, თუმცა უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად იცავენ.

“რეკომენდაციების მიხედვით, დისტანციას ვიცავთ, პაციენტებს შესასვლელში დეზინფექციას ვუთარებთ, ვაძლევთ ხელთათმანებს და დაზღვევის მიზნით, თანმხლებ პირს ხშირ შემთხვევაში არ ვუშვებთ, პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ვიღებთ”, – განაცხადა “კახეთის ხმასთან” საუბრისას ნატალია ყურშიტაშვილმა.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია