შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლოა მგზავრთა რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს ინფორმაციით, შესაძლოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს.

მისი თქმით, შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით იქნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა ამ შემთხვევაშიც რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა, ამიტომ მნიშვნელოვანია დეტალური სამუშაოს ჩატარება, რომ კვლავ არ შეიქმნას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რისკი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესდეს მგზავრებზე ლიმიტი და მნიშვნელივანი იქნება ასევე, მძღოლის დაცვა.

ჯერ კიდევ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც რა თქმა უნდა, ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას მივცეთ რეკომენდაცია, გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. ტრანსპორტთან მიმართებაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკუთარი ტრანსპორტით შეუძლიათ მოქალაქეებს გადაადგილება. ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წესების შედგენაზე და ვაკვირდებით ასევე დაავადების გავრცელების ეპიდსიტუაციას და მის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია