შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში სასტუმრო-ბუტიკი და ღვინის სალონი გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული ბრენდის სასტუმრო გაიხსნა.

სასტუმროში წარმოდგენილია 57 კონცეპტუალური ნომერი და თითოეული მათგანი სხვადასხვა დეკორაციის და კულტურული კონცეფციის მატარებელია.

სასტუმროში განმარტავენ, რომ კომპლექსი არამარტო სასტუმროს, არამედ კახურ სახლს და ღვინის სალონს მოიცავს.

,,თელავში ამჟამად საცურაო აუზი და ორნაირი რესტორანი გვაქვს, ასევე მარნის რესტორანი და პატარა ვენახი. დიზაინი უფრო მიმართულია კულტურულ და მშვიდ დასვენებაზე, ასოცირდება ღვინოსთან, წიგნებთან, ლიტერატურასთან. თელავის სასტუმროში გვაქვს ბიბლიოთეკაც,“ – აცხადებენ სასტუმროში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია