შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში რეგისტრირებული მეწარმეები წარმოშობის სერტიფიკატს რეგიონიდან გაუსვლელად აიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2020
გურჯაანში, მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონიდან გაუსვლელად  ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ხოლო წარმოშობის სერტიფიკატის აღება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე განახორციელონ.

ამის შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით,ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.
დღეის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ქალაქ გურჯაანში, გაფორმებულია 497 საბაჟო დეკლარაცია და გაცემულია 440 წარმოშობის სერტიფიკატი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. იმისთვის, რომ პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს, მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი - EUR.1 უნდა გააჩნდეს.




დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია