კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც თელავში ტურისტები შემოდიან- ინფოგრაფიკა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივნისი 2021

ვაქცინაციის პარალელურად რეგიონებში ტურისტების რაოდენობა ნელ-ნელა იმატებს. კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, თელავის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი თვეა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის დიანა ფხოველიშვილის თქმით, თელავში ტურისტები ძირითადად რუსეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ფინეთიდან და ბელორუსიიდან შემოდიან.

მისი ინფორმაციით, კვირის უქმე დღეებში კი სასტუმროებსა და განთავსების ადგილების უმეტესობას ქართველი ტურისტები ითვისებენ.

,,ბოლო ორი თვეა თელავში შეინიშნება ტურისტების რიცხვის ზრდა. ძირითადად შემოდიან ვაქცინირებული სტუმრები. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო ტურისტები საერთოდ აღარ შემოდიოდნენ, გადავწყვიტეთ მონაცემები სასტუმროებიდან და განთავსების ადგილებიდან ორ თვეში ერთხელ მოგვეპოვებინა. უახლოეს დღეებში გვექნება ზუსტი მონაცემი, რომელი ქვეყნიდან რამდენი ტურისტი ესტუმრა კახეთს. ტურისტების რიცხვი გაიზარდა რუსეთიდან, საგრძნობლად მოიმატა ვიზიტორების რიცხვმა ამერიკიდანაც, ასევე გერმანიიდან, ბელორუსიიდან და ფინეთიდან. ამაზე სავარაუდოდ ვაქცინაციამ იმოქმედა. გარდა საერთაშორისო ვიზიტორებისა, ასევე კვირის ბოლო დღეებში, პარასკევს, შაბათს და კვირას თელავს სტუმრობენ ქართველი ტურისტები. ხშირად განთავსების ადგილსაც ვერ ნახავთ იმდენი ტურისტია”,- განუცხადა Knews.ge-ს დიანა ფხოველიშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 56 საოჯახო სასტუმრო და 630 ადგილი, 34 სასტუმრო 2 150 ადგილით, 42 ღვინის მარანი და ქარხანა, ასევე 25 კვების ობიექტი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია