კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისა და რეალიზაციისას მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2021

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა.

როგორც ინიციატორი განმარტავს, მოქმედი საჯარიმო სანქცია შემაკავებელ ეფექტს ვერ ქმნის. პროექტით, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და პირველი დარღვევისათვის დგინდება 1000 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო განმეორებისთვის – 2000 ლარი (ნაცვლად 1000 ლარისა).

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია სამართალდამრღვევის მიერ გასხვისებულია მანამ, სანამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია, ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებული პროდუქციის ყოველ გასხვისებულ ერთეულზე, პროდუქციის კონფისკაციის ნაცვლად, სამართალდამრღვევს ასევე დაეკისრება 25 თეთრის გადახდის ვალდებულება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია