კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახმეტაში ,,ყველის ზეიმი” გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ,,ყველის ზეიმის” აღმნიშვნელი დღე გაიმართა. ფესტივალი ორგანიზაციამ ,,ბრიჯ–ინოვაცია განვითარებისთვის“ პირველად ჩაატარა.

,,ბრიჯ–ინოვაცია განვითარების“ გამგეობის თავმჯდომარის ნინო ქარელის განცხადებით, ღონისძიება მომავალი წლისთვის უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ფესიტვალში ახმეტის გარდა, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

,,ყველის ზეიმზე” მოვიწვიეთ ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი ფერმერები. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნატურალური პროდუქცია. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ გამოცდილება და გამონახონ კავშირები საერთო გაყიდვებისათვის.
პროექტის ფარგლებში ახმეტაში, თუშეთსა და პანკისში მოეწყობა რძის ლაბორატორიები. ასევე, ჩამოყალიბდება ყველის კულტურული მარშრუტი, სადაც ჩაერთვება დაახლეობით 10 ოჯახი. ისინი მოამზადებენ სხვადასხვა ტიპის რძის ნაწარმს და მათთვის გათვალისწინებულია მცირე გრანტების პროგრამაც.
ვეცადეთ ყოფილიყო მრავალფეროვანი გამოფენა. აქ შეხვდებით როგორც თუშების მიერ მომზადებულ ,,თუშურ გუდას”, ასევე პანკისელების მიერ გამოყვანილ გუდასაც. გვაქვს წარმოდგენილი დამბალი და შებოლილი ხაჭო, რაც უნიკალურია. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ნაწარმიც.
ყველის ფესტივალი გამართვის საშუალება მოგვცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.“

ფესტივალი მომავალ წლისაც ჩატარდება და მოიცავს უფრო ფართო მასშტაბებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმეებიც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია