კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის რეგიონში ,,ომიკრონის” 23 შემთხვევაა დაფიქსირებული

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2022

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი შტამის, ,,ომიკრონის” 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ,,ომიკრონით” ინფიცირების ლაბორატორიულად მხოლოდ 23 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მათი ვარაუდით ეს რიცხვი გაცილებით მეტია.

შეგახსენებთ, რომ ,,ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები კახეთის რეგიონში, კონკრეტულად კი თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. ახალი შტამით ინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთა შორის სამი არასრულწლოვანია. ახალი შტამი ოჯახს თბილისიდან თელავში ჩასული, ომიკრონით ინფიცირებული, ნათესავისგან გადაედო.

“ჩვენ გამოვიკვლიეთ 23 შემთხვევა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ შემთხვევები ბევრად მეტია. რეგიონში ომიკრონმა უკვე გავრცელება დაიწყო,”– განაცხადა ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია