კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცების, კერძოდ შერიგებისა და ჩართულობის მიმართულების სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის როლს და შესაბამისი მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. პროექტები მიზნად ისახავს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას.

თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე განხორციელებისთვის.

შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში წარიმართა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და გეგმებზე შეთანხმდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია