კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოელმა ვალერი ბაირამაშვილმა გზავნილების გათამაშებაში ბინა მოიგო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2022

საგარეჯოში მცხოვრებმა 39 წლის ვალერი ბაირამაშვილმა „საქართველოს ბანკის“ გზავნილების გათამაშებაში ბინა მოიგო.

ის წლებია ემიგრანტი დედისგან გზავნილებს იღებს.

„წინა დღეს გზავნილზე მცირე ხარვეზი შეიქმნა, მოვაგვარე და თანხაც ავიღე, თუმცა მეორე დღეს დამირეკეს ბანკიდან და მითხრეს, რომ ფილიალში უნდა მივსულიყავი. გათამაშების შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი და თვალსაც ვადევნებდი, წასვლამდე გულშიც ვფიქრობდი, შეიძლება ამაზეც დამირეკეს-მეთქი, მაგრამ როცა მითხრეს, რომ გავიმარჯვე და ბინა მოვიგე, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, ინსტინქტურად ვიხდიდი მადლობას“.

„საქართველოს ბანკის“ გზავნილების გათამაშებაში გამარჯვებულმა კომპანია „აპექს ლისისგან“ საჩუქრად მიიღო ბინა, რომელიც 2022 წლის აგვისტოში ჩაბარდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია