კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯოზეფ ბორელი – როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2022

ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველების მიმართ.

„ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ასე რომ, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“, – განაცხადა ბორელმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, როდესაც ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ “ნამდვილად ასე იქნება“.

„ნამდვილად. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ.

ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც კანდიდატი ქვეყნების მიღება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც კანდიდატი ქვეყნების მიღება და ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში,“- აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ „სულ მცირე უკრაინასა და მოლდოვას“.

„დღეს არის ისტორიული და სპეციფიკური დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს სულ მცირე უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია