კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის თქმით, სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია – აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით ფინანსდება.

„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული, რათა გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი ვარ. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება ერთგვარი სტარტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ დაწყებული სვლისა,“-
განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია