კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთს Nike სრულად ტოვებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივნისი 2022

ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ამერიკელმა მწარმოებელმა Nike-მ, დღეს გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, სრულად დატოვოს რუსეთის ბაზარი.

ინფორმაციას Reuters-ის სააგენტო ავრცელებს. მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, Nike-მ შეწყვიტა საქონლის გაყიდვა რუსეთის ინტერნეტ-მაღაზიის გზით, ხოლო რამდენიმე დღეში დროებით დახურა თავისი ყველა მაღაზია რუსეთში.

შემდეგ ეტაპზე, 25 მაისიდან Nike-მ არ გააგრძელა ფრანჩაიზის ხელშეკრულება Inventive Retail Group (IRG)-თან, რომელსაც ეკუთვნის ამერიკული რიტეილერის მაღაზიების ყველაზე ფართო ქსელი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ადრე გამოაცხადეს IKEA-მ, სასტუმროების ქსელმა, Marriott-მა, McDonald’s-მა, ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Chanel, Marks & Spencer და ასეულობით სხვა კომპანიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია