კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ფიზიკური პირების დეპოზიტების 22.3%, ხოლო იურიდიული პირების 2.5%-ია დაზღვეული

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2022

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ მთავრობის ბენჩმარქ ობლიგაციებში 5.2 მლნ დააბანდა. 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციების შემოსავლიანობის განაკვეთი 9.75%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,250,000 ლარი, კუპონი კი 9.875 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 იანვარი.

2022 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 118 385 393 ლარს შეადგენს.

6 თვის მონაცემებით, 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 39,685,932,873 ლარს შეადგენდა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,6 მლრდ ლარია, ხოლო იურიდიული პირების – 19 მლრდ ლარს აღემატება.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კი სულ 4,613,834,290 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,396,441,705 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში – 2,217,392,585 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები – 489,070,605 ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 354,562,864 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 134,507,741 ლარის ეკვივალენტი).

ბანკებს ამჟამად დეპოზიტების დაზღვევისთვის ყოველთვიურად 3 მლნ ლარის შენატანის განხორციელება უწევთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია