კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში 10 დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმო გამოვლინდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმო გამოავლინეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ხის ნახშირის წარმოებას, მიწაში, კამერალურ რეჟიმში, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ახდენდნენ, რაც იწვევს მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას და საფრთხეს უქმნის გარემოს.

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო, ათივე უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია