ნაგვის სორტირების სისტემა უკვე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო შვეიცარიაში ის თითქმის აბსურდამდეა დაყვანილი. ასორტირებენ ყველაფერს,რაც კი შესაძლებელია.ამ სისტემაში არ არსებობს გამონაკლისი,ყველა ვალდებულია ასორტიროს ნაგავი სხვადასხვა ურნაში,ეს არის დემოკრატია, სადაც არ მიიღება დისკუსიები და პროტესტი,არ ხარ თანახმა?-იხდი ჯარიმას.
ის ფაქტი რომ მდიდარი ხარ, ვერ გაყენებს კანონზე მაღლა.ხშირად შეგვიძლია დავინახოთ, როგორ აბარებს ბოთლებს სპეციალურ პუნქტებში “პორშედან” გადმოსული მოქალაქეები.
ბოთლის სორტირება მინის ფერის მიხედვით ხორციელდება,ქაღალდის და მუყაოს კი ცალცალკე. ცალკე აბარებენ ძველ ელექტრონულ მოწყობილობებსა და სახლის ტექნიკას, ცალკე სამშენებლო ნაგავს,ცალკე დღისშუქის ნათურებს,ცალკე კონსერვებს,ცალკე ცხოველების ცხედრებს (მათი დასამარება აკრძალულია),ცალკე მცენარეული ზეთის ნარჩენებს,ცალკე მანქანის ზეთის (აკრძალულია ზეთის შეცვლა საკუთარ ავტომობილში,ამას მხოლოდ ტექ.სადგურებზე აკეთებენ)
შიძლება ამის არგაკეთებაც და ყველაფრის ერთ ურნაში ჩაყრა.მაგრამ მაშინ მოგიწევთ დიდი გადასახადის გადახდა,რომელიც ნაგვის ყოველ კილოგრამზეა დაწესებული.ნაგვის თითო პარკზე აწეპებენ მარკას,რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას.წესების დაცვას ნავის პოლიცია უზრუნველყოფს.ისინი პოულობენ დარღვევას და აჯარიმებენ.
80-იანწლებში შვეიცარიაში იყო კატასტროფული ეკოლოგიური სიტუაცია,მაცხოვრებლები თავისივე ნაგავში იგუდებოდნენ,ზუსტად მაშინ დადგა საკითხი ახალი ეკოლოგიური პოლიციის შექმნის თაობაზე,ამას დასჭირდა თწლეული,მაგრამშედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
ახლა შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ეკოლოგიურათ ყველაზე სუფთა ქვეყანააზ.ნებისმიერი ტბიდან და რათქმაუნდა ონკანიდან წყლის დალევა საშიშროების გარეშეა შესაძლებელი.