20 აპრილს პეტრას ციხეზე დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში „ვეფხისტყაოსანის“ გადაწერაში მიიღეს მონაწილეობა, მათი ნამუშევრები კომპეტენტური ჟიურის მიერ შეფასდა .
კონკურსის შედეგად საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები, ხოლო ათ საუკეთესო მოსწავლეს „ვეფხისტყაოსნის“ პოემა გადაეცათ. შეკრებილ სტუმრებს თეატრალურმა კლუბმა „სხვენმა“ პოემის მიხედვით ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია წარმოუდგინა, სტუმრებმა და პედაგოგებმა წაიკითხეს ამონარიდები მსოფლიო შედევრიდან.
ღონისძიება გამგეობის განათლების განყოფილებისა და ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.