ქობულეთის კულტურის სახლში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2017“ ჩატარდა. „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული წმ. მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი თხილაიშვილმა მოიპოვა.
იგი ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
ინტელექტუალური ჩემპიონატი ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით განათლების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 75 მოსწავლე ასპარეზობდა.