გვიან ღამით სოფელ ჩაისუბანში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
სახლის ჩამონგრევის მიზეზი სავარაუდოდ მისი სიძველეა.ჩვენი ინფორმაციით ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია, მათ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.
დაზარალებულთა მდგომარეობას გამგეობის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან..