აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ ეტაპისათვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

ჩემი კარმიდამო
წყარო:  ქობულეთი / http://kobuletinews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2018

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე მოადგილესთან ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვის #2 ჩაის ფაბრიკა-ქვედა აჭყვა-ზედა აჭყვას, ხალა-ქავჯარაძეების და ხალა-ბაკურიძეების საავტომობილო გზებზე ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყერული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გზების გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებდა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ხუთი ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპისათვის სამივე მიმართულება გახსნილია და გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია