აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 200 ადამიანი გადამზადდება

ტურიზმი
წყარო:  ქობულეთი / http://kobuletinews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2017

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები დაიწყო.

პირველ ეტაპზე, საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს მაჭახელას ხეობაში არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეები გაეცნენ.

სამდღიანი ტრენინგ-მოდულებისას მონაწილეებს ისეთი თემების შესახებ ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, მარკეტინგი და კალკულაცია, სამეწარმეო და ფინანსური საკითხები, ასევე დასუფთავების სამსახურის სდანდარტები, კვების ორგანიზება, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებისთვის.

ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გადასცა, რომელმაც ტრენინგზე ყურადღება სოფლის ტურიზმის განვითარების საქმეში მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ამ კუთხით საოჯახო-სასტუმრო სახლების ჩართულობაზე გაამახვილა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში მთიან აჭარაში 200 ადამიანის გადამზადება მაისის შუა რიცხვებამდე იგეგმება. ტრენინგებს გერმანელ ექსპერტ ულიხ ტროსიენთან ერთად რეგიონში ტურისტული ბიზნესის წარმატებული ტრენერები ერთი თვის განმავლობაში ჩაატარებენ. აქტიურ ტურისტულ სეზონს კი მაღალმთიან აჭარაში კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მომზადებულები შეხვდებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია