ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ დავით მჭედლიშვილი აირჩია.
თავმჯდომარის პოსტზე დავით მჭედლიშვილის კანდიდატურა საკრებულოს უმრავლესობამ დაასახელა, რის შემდეგაც კანდიდატს ფარული კენჭისყრით, 29-წევრიდან 28-მ დაუჭირა მხარი.
ახალარჩეულმა თავმჯდომარემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას შეძლებს.
დავით მჭედლიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობამდე ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის ” ახალი ტალღა ” -ს დირექტორის პოსტს იკავებდა. იგი წლების განმავლობაში აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა.