დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განიხილეს.
მომავალი წლის ბიუჯეტი 25 656 100 ლარით დაიგეგმა, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერი 6 396 400 ლარს შეადგენს, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად კაპიტალური ტრანსფერის სახით 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ასევე თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგით სულ 7 საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი თუმცა 2 საკითხი დაემატა. კერძოდ, ციტრუსის სეზონის მიმდინარეობისა და სანაპირო ზოლის გამაგრების შესახებ.