ქობულეთში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და რიგითი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ ლოზუნგებით: ,,ნუ მომკლავ“, ,,აღვადგინოთ სამართალი“, ,,არა ძალადობას“ შეკრებილნი ხელისუფლებას საქმის სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და მისი ინიციატორი იყო ერეკლე ნოღაიდელი,რომელმაც აქციაზე მისულ საზოგადოებას განუცხადა<"ჩვენ გვექნება რეაქცია არამხოლოდ სარალიძის საქმეზე, არამედ ყველაზე ვისაც კი სამართალთან შექმნია პრობლემა.ჩვენი დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის და ყოველთვის ვიქნებით ხალხის გვერდით" აქციის მონაწილეები თქმით ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან, გარდაცვლილის მამას მხარდაჭერას გამოუცხადებენ და აქციებს გამართავენ.