დღეს ქობულეთის კულტურის სახლში,ქობულეთის კულტურის ცენტრის ინიციატივით, სახალხო ფოლკლორულ ანსამბლ „ქობულეთის“ 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
50 წლის წინათ აჭარის კულტურის სამინისტროსა დფა ქობულეთის სარაიონო კულტურის სახლის ბაზაზე 1968 წელს შეიქმნა ძველი ხალხური გურულ-აჭარული სიმღერების აღდგენითი სალოტბარო 4 წლიანი სკოლა.
2007 წლიდან ანსამბლს ემსახურებიან;დირიჟორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,აჭარის დამსახურებული არტისტი,ღირსების ორდენის კავალერი ანზორ ანანიძე.ლოტბარი ზორბეგ ოქროპირიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი, აჭარის დამსახურებული არტისტი თემურ თხილაიშვილი