სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთს პოლონეთის დელეგაცია სტუმრობს

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019

ფოთს სამუშაო ვიზიტით  პოლონეთის ქალაქ სუვალკის დელეგაცია  სტუმრობს, რომლის შემადგენლობაში არიან ქალაქის მერი ჩესლავ რენკიევიჩი, ვიცე-მერი ბიეტა სიდორეკი, ქალაქ სუვალკის საკრებულოს წევრი კაროლ კორნელუკი, კომპანია „RESO Europa Service”-is პრეზიდენტი ბრონისლავ ვოჟნიალისი.

სტუმრებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები იქნა განხილული.

პოლონელი სტუმრები ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ფოთსა და სუვალკს შორის დამეგობრების მემორანდუმს 2016 წელს მოეწერა ხელი.

ნიკო ნიკოლაძის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ექსპონატების  – “ფრაგმენტები სანავსადგურო ქალაქის ისტორიიდან…’’ გამოფენა მოეწყო.

ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სიმებიანი კვარტეტის კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებაზე მისულთ საინტერესო სანახაობა დახვდათ –  ქვიშით მხატვრობით მოყოლილი ამბავი ,, საზღვაო კარიბჭე-161“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია