ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ ორ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა: საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა:
„მარინა რევია “ – ავტორი ალექსი ჩიღვინაძე.
რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე. სცენოგრაფია – ანანო დოლიძე.
საუკეთესო ქალი მსახიობი: ენდი ძიძავა – „მარინა რევია“
ავტორი – ალექსი ჩიღვინაძე. რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე.
2019 წლის საკონკურსო ეტაპზე მონაწილეობა 35-მა კონკურსანტმა მიიღო, როგორც თბილისის თეატრებიდან, ასევე რეგიონებიდან.
„დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც უკვე, მე-11 წელია, იმართება.