„პარტია გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი, პატიმმრობაში მყოფი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წელს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:
„მნიშვნელოვანი და სასწაული - უბრწყინვალესი წელი მიიწურა ივანიშვილისეული გაგებით.
რით დაგვამახსოვრა თავი 2019 წელმა?!
წლის მოვლენა - გავრილოვის ჩამოსვლა და 20-21 ივნისის ღამე;
"წლის ეკონომიკური მიღწევა - 1$=3ლარი;
წლის პოლიტიკური მიღწევა - ბიძინას მიერ ერის საუკუნის გადაგდება ( პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით);
"პარტია გამარჯვებული საქართველოს"ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი იქრუაშვილი სოციალურ ქსელში 2019 წელის შეფასებას აკეთებს და წერს:
წლის პოლიტიკური დაპირება_ბიძინამ თქვა- 2020-დან ყველამ საზღვარგარეთ დაახვიეთო ( ქუთაისის აეროპორტიდან)
წლის ანეგდოტი - ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა;
წლის საგარეო პოლიტიკური მიღწევა - დასავლეთმა ბიძინას ზომა თეთრი ხალათის შეკერვა დაიწყო ( ექიმის არა, გიჟის);
წლის ტრაგედია - ერს ისევ ძინავს;
წლის დიაგნოზი - ბიძინამ საბოლოოდ და საფუძვლიანად გარეკა;
წლის სახალხო მიღწევა - გავრილოვის ღამით ბიძინა ,, გავაშიშვლეთ“;
შობა -ახალ წელს გილოცავთ, ბიძინას წამყვანი და თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს."