იმერეთი
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს
კულტურა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 ნოემბერი 2018
ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია ფილარმონიაში შეკრებას
მართავს.
პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გაცხადებით, არ აღიარებენ
არჩევნების შედეგებს.
საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. ვერ წაგვართმევენ
თავისუფლებას და ვერ წაგვართმევენ ღირსებას. ჩვენ ვნახეთ,
ნამდვილი, რეალური სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონესი. აი, რა
ვანახეთ ჩვენ 28 ოქტომბერს - დაშინება, მასშტაბური მუქარები,
კრიმინალების და ნარკომანების მორეკვა, რომ უბნების წინ
მდგარიყვნენ.
ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ.
საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს
და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც
იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ
იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და
მორალური ვალდებულებები არ გვაქვს, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.