შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარძიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივნისი 2020
ვარძიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.06.2020 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, ღონისძიება ვარძიაში ჩატარდა და სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ, საზოგადოებას 2019 წელს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ფოტო: განათლების სამინისტროღონისძიებას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ადგილობრივი და სხვა რეგიონების ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში აღნუსხულია კულტურული მემკვიდრეობის 20 000-მდე უძრავი ძეგლი, რომელთაგან სამი – „მცხეთის ისტორიული ძეგლები“ „გელათის მონასტერი“ და „ზემო სვანეთი“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში კი „ქართული მრავალხმიანობის“, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისა და ქართული ჭიდაობის სახით საქართველოდან ოთხი ელემენტია წარმოდგენილი. განხორციელდა და კვლავაც გრძელდება გრანდიოზული პროექტები, როგორიცაა მუცო, სოფელი ჩაჟაში, ვარძია, უფლისციხე, ნოქალაქევის ნაქალაქარი, კუმურდოს, აწყურისა და გელათის კათედრალები, დადიანები კომპლექსი ზუგდიდში, სენაკის თეატრი, და ა. შ. სხვადასხვა ქალაქში გაცოცხლდა ურბანული ძეგლები, რომელთა რიცხვი 5 ასეულს აღემატება.სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებულად აღსანიშნავია ვარძიის კომპლექსის რეაბილიტაცია და ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაცია ხანძრის შემდეგ. ჭვარტლის ღრმა ფენებით დაფარული უნიკალური ფრესკების, მათ შორის, თამარის გამოსახულების გაწმენდის ხანგრძლივი, სკურპულოზური პროცესი წარმატებით დასრულდა. კედლის მხატვრობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაცია-კონსერვაციისა და ინფრასრუქტურული მოწყობის 51 პროექტი, ხოლო ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით 75 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა, ჯამში 126 ძეგლი.კლდის ძეგლების პროაქტიული დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელდა ვარძიის კომპლექსის მონიტორინგისა და გამაგრების პროგრამა, ვანის ქვაბების კლდის მდგრადობისა და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, უფლისციხის კლოდოვანი მასივების მულტიდისციპლინარული და დავით გარეჯის კომპლექსის საბერეების მონასტრის ჰიდრო-გეოლოგიური კვლევა, მომზადდა საცხის სვეტის ლაზერ-სკანირებული ანაზომებისა და კლდოვანი სტრუქტურის შეფასების პროექტი.აღსანიშნავია განხორციელებული პროექტების საერთაშორისო წარმატებებიც. მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობისა და „ევროპა ნოსტრას“ საზოგადოების რჩეულის ჯილდო დაიმსახურა. პროექტმა ევროპის მრავალმილიონიანი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა მოიპოვა. ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის ევროპის მემკვიდრეობის საუკეთესო გამოცდილების ოქროს კოლექციაში სააგენტოს 2 პროგრამა – კულტურული მემკვიდრეობის „ერთიანი საინფორმაციო ბაზა და პროგრამა „საბავშვო არქეოლოგია“ შევიდა.2019 წელს დაიწყო ისრაელის წმინდა მიწასა და იორდანიაში ქართული რელიგიურ-საგანმანათლებლო კერების არქეოლოგიური კვლევები. ხოლო კვიპროსის რესპუბლიკაში გაგრძელდა წინა წლებში დაწყებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის პროცესები. ასევე, 2019 წელს ევროპის ქვეყნებში ნიკო ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრების წარმატებული გამოფენები გაიმართა.2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება პროექტები: ნოქალაქევისა და ალევის კომპლექსები, გრემი, ლესია უკრაინკას მუზეუმი, ზემო თისელი, ენგურის ტურისტულ ზონა და სხვა. ასევე მიმდნარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება კულტურული მემკვიდრეობის 18 ობიექტზე. გრძელდება სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოსა და კომპანია „არემჯი გოლდს“ შორის შეთანხმებული 4 წლიანი პროგრამა (2018-2021), რომლის ფარგლებში ხორციელდება ფიტარეთისა და ალავერდის მონასტრების, ჭელიშის, ძველი შუამთის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიისა და ბოლნისის სიონის რეაბილიტაცია. 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის საერთაშორისო პლატფორმაზე შეიქმნა სერვისები, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ინტერაქციულ რეჟიმში აწვდიან. ასევე, ამოქმედდა უძრავი ძეგლების ვირტუალურ-შემეცნებითი ტურების პროექტი, რომელიც ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე ათეულ ძეგლს მოიცავს. UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად გაგზავნილია სანომინაციო ბარათი „ქართული სუფრის ტრადიცია“, რომლის განხილვა კონვენციის პირობებით 2020-2021 წლების ციკლში მოხდება. ფოტო: განათლების სამინისტრო[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია