დარბაზი - 80 პრესონა, 4 VIP – 40 პერსონა , ღია ვერანდა - 120 პერსონა. WiFi - ინტერნეტი, პარკინგი, პლასტიკური ბართათით ანგარიშსწორება
თევზის რესტორანი „შავი ზღვა“ მდებარეობს ბათუმში, მისამართი: ბაქოს ქუჩა 33,თევზის ცნობილი ბაზრის გვერდით, რომელიც რესტორანი „შავი ზღვის“ ობიექტია.რესტორანი „შავი ზღვა“ მოგემსახურებათ ქართულ-ევროპული სამზარეულოთი.თევზების ნაირსახეობა, ზღვის პროდუქტები და დელიკატესი კერძები სტუმარზე
დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. აღსანიშნავია მაღალი კლასის, სწრაფი მომსახურება
და ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები.
საოჯახო სასტუმრო სახლი მდებარეობს სოფელ გელათში, სამონასტრო კომპლექსთან ახლოს. სახლის მეორე სართულზე და მანსარდაში სტუმრებს ეთმობა 4 საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. მასპინძელი სტუმრებს ტრადიციული კერძებით უმასპინძლდება.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო სახლი მდებარეობს სოფელ გელათის ცენტრალურ ნაწილში, ტყესთან ახლოს. სახლში განთავსებულია 3 საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. ვერანდიდან გელათისა და მოწამეთის ულამაზესი ხედები იშლება. მასპინძელი ოჯახი აწარმოებს ადგილობრივ პროდუქტებს და სტუმრებს ტრადიციული კერძებით უმასპინძლდება. შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ იმერული კერძების მომზადების წესებს. მასპინძელ ოჯახს შეუძლია გაგიძღვეთ ახლომდებარე ადგილების დასათვალიერებლად.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სოფ. კურსებში, ცენტრალური მაგიდისტრალიდან 1 კილომეტრში. სახლს აკრავს დიდი ეზო. 6 სტუმარს ეთმობა 3 საძინებელი ოთახი, შესაძლებელია საბავშვო საწოლის ჩამატება. ამავე სართულზეა მისაღები ოთახი და სამზარეულო, 2 სველი წერტილი. მასპინძელს აქვს სახლში მოყვანილი პროდუქტები.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სოფ. საწირეში, საწირეს სანატორიუმის სიახლოვეს. იგი წარმოადგენს 2 სართულიან შენობას, აივნითა და მწვანე ეზოთი. სახლს პირველ სართულზე აქვს 1 საძინებელი ოთახი, დიდი სასადილო და მოსასვენებელი ოთახი, ასევე სამზსრეულო. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი. სახლს აქვს 2 სველი წერტილი. შეუძლია 15 სტუმრის მიღება. სახლს აკრავს ვრცელი ეზო, რომლის კუთხეში დგას მაგიდა სკამებით და მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სოფელ საწირეს სანატორიუმის სიახლოვეს. იგი წარმოადგენს 2 სართულიან შენობას, აივნითა და მწვანე ეზოთი. სახლს პირველ სართულზე აქვს 1 საძინებელი ოთახი, მისაღები და მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილი (პირსაბანი+საშხაპე). მეორე სართულზე არის 2 საძინებელი და 1 სველი წერტილი. ასევე მისაღები ოთახი. ეზო მწვანეა. არის მოსასვენებელი კუთხე და ჰამაკი, იშლება სოფელზე ხედი.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
აგროტურისტული მეურნეობა სტუმრებს დაუვიწყარ მასპინძლობას სთავაზობს. აქ შესაძლებელია თევზაობა, ცხენით გასეირნება, ასევე ტრადიციულ მეფუტკრეობაზე დაკვირვება. სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ სუცხოო იმერული კერძები, რომლებიც მზადდება მასპინძელი ოჯახის მეურნეობაში წარმოებული პროდუქტებით. სასტუმრო სახლში განთავსებულია 3 საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. მასპინძელ ოჯახს შეუძლია სტუმრებს გაუძღვეს ახლომდებარე ადგილების დასათვალიერებლად.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
სასტუმრო სახლი ქუთაისი პარკის სიახლოვეს მდებარეობს, შემაღლებულ უბანში. მასპინძლებს აქვთ სტუმრის მიღების გამოცდილება 1997 წლიდან. საოჯახო სასტუმროში სტუმრებს ეთმობა 18 საძინებელი ოთახი ინდივიდუალური სველი წერტილებით. სახლს აქვს ვრცელი აივნები მოსასვენებელი კუთხეებით, საიდანაც ქუთაისის ხედები იშლება. ზაფხულობით ოჯახი სტუმრებს საუზმესა და ვახშამს ღია აივანზე სთავაზობს. სახლის ნულოვან სართულზე არის დიდი სასადილო ოთახი. კერძები ძირითადად ტრადიციულია.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
კომფორტული სამსართულიანი სასტუმრო სახლი "ნინო" სოფელ იყალთოში, თელავიდან 13 კმ-ზე მდებარეობს. ოჯახის მასპინძელი სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება სტუმრებს. ორსართულიან შენობაში 12 ტურისტს ეთმობა 7 ოთახი, 2 საერთო სველი წერტილით. სახლის პირველ სართულზე არის ტრადიციული ელემენტებით მორთული ბუხრიანი ოთახი, სადაც შეიძლება საკვების მირთმევა. პირველ და მეორე სართულზე განთავსებულია მოსახერხებელი მოსასვენებელი ოთახები. სახლს აკრავს მწვანე ეზო. სახლის მახლობლად ოჯახს აქვს ვენახები და ფლობს სოფელ იყალთოში მდებარე რესტორანს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ხუციშვილების სოფლის სახლში დამსვენებელი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობს თავს. სტუმრებს ეთმობა 3 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი საძინებელი ოთახი 2 სველი წერტილით. აქვეა მარანი, სადაც ქართული ტრადიციების შესატყვისად ყოველწლიურად აყენებენ ღვინოს. დიასახლისი კი საკუთარ მეურნეობაში მოწეული ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდება სტუმრებს. სოფლის სახლი თელავიდან 14 კმ-ზეა.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
სასტუმრო სახლში ტურისტებს ეთმობათ 5 საძინებელი ოთახი, სამზარეულო, მოსასვენებელი ოთახი და 3 სველი წერტილი. სასტუმრო სახლი იდეალური ადგილია თუშეთში გამგზავრებამდე დასვენებისთვის. მეზობლად მცხოვრები ქალბატონი ლილი მურთაზაშვილი გაგაცნობთ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დამზადების პროცესს. მასპინძელი ოჯახი დაგეხმარებათ კახეთის დაცული ტერიტორიების, ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების ორგანიზებაში, აქვეა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, სადაც თუშეთის ტურისტული მარშუტების შერჩევაში დაგეხმარებათ ცენტრის თანამშრომლები.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ნიკოლაიშვილებს ერთ-ერთი საუკეთესო მეურნეობა აქვთ კახეთის რაიონის სოფელ წინანდალში. 4 ჰექტარზე გაშენებულია ვენახები, მარწყვისა და ატმის პლანტაციები, აგროტურისტული მეურნეობა თელავიდან 10 კმ-ზე მდებარეობს. მეურნეობას აკრავს დეკორატიული ეზო, ვაზის იშვიათი ჯიშებით დახუნძლული ტალავერით. აქვე მდებარეობს თონე და მარანი, ღვინის დასაჭაშნიკებლად. მეურნეობაში დამსვენებლებს ეთმობათ 2 ორადგილიანი ოთახი, საერთო სველი წერტილით, სამზარეულო და სამუშაო ოთახი ინტერნეტით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
სტუმრებს შეუძლიათ ითევზაონ და დაისვენონ პარკის ტერიტორიაზე მდებარე ტბაზე, დაათვალიერონ დიდი ქართველი მხატვრის, ფიროსმანის სახლ-მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მოინახულონ ისტორიულ-კულტურული ძეგლები - "ხორანბუჯის" ციხე-სიმაგრე, სამლოცველო ელიას მთაზე და სხვა. სასტუმრო სახლი ვაშლოვნის ტყე-პარკის მახლობლად მდებარეობს. აქ სტუმრებისთვის სათმობილია 7 საძინებელი ოთახი 3 სველი წერტილი, მანსარდა, ღია აივანი სამაგიდო თამაშებისთვის და სასადილო ოთახი ბუხრით. სასტუმრო სახლში მოწყობილია კუთხე ქართული ეროვნული ხელსაქმის ნიმუშების წარმოჩენა-გაყიდვისთვის.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ქ.ახმეტის ცენტრში, ავტოსადგურთან ახლოს. სახლს აქვს ღია აივანი და დიდი ხეივანი. სასტუმრო სახლში სტუმრებს ეთმობა 1 ორადგილიანი, 2 სამადგილიანი და 1 ოთხადგილიანი საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. ასევე სამზარეულო თავისი სასადილო ოთახით, სამუშაო და ერთი დიდი ოთახი შეხვედრებისა და კონფერენციების ჩასატარებლად. სახლის წინ არის სპორტული მოედანი, სახლში აგრეთვე არის, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მაგიდაც. ამ ოჯახში მოსული სტუმარი მყუდროდ და კონფორტულად გრძნობს თავს. სტუმართმოყვარე დიასახლისი ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლდება ჩამოსულ სტუმრებს. ტურისტების დიდი ჯგუფის შემთხვევაში მასპინძელი თანამშრომლობს მეზობელ ოჯახებთან.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ხოსროშვილების მდებარეობს თელავის ცენტრში, აქ სტუმრებისთვის განკუთვნილია 5 საძინებელი ოთახი, 3 საზიარო სველი წერტილი. ეზოში ასევე არის ახალაშენებული 3 სართულიანი სახლი, განკუთვნილი მხოლოდ სტუმრებისთვის, სადაც განთავსებულია 7 ოთახი, ინდივიდუალური სველი წერტილებით. ოჯახს ეზოში მოწყობილი აქვს "სოფლის კუთხე" - ბოსტანი, თონე, არყის სახდელი, ღვინის მარანი. სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არყის გამოხდაში, პურის ცხობასა და ჩურჩხელების ამოვლებაში. ასევე დააჭაშნიკონ ქვევრის ღვინო მარანში. სასტუმრო სახლში ყველა პირობაა შექმნილი დასვენებისთვის.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ასმათ სეხნიაძის სასტუმრო სახლში ტურისტებისთვის დათმობილია 7 საძინებელი ოთახი 4 სველი წერტილით. სტუმართმოყვარე დიასახლისი ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლდება ტურისტებს. მასპინძელი სტუმრებს სთავაზობს კულტურულ-ისტორიული ძეგლების დათვალიერებას. საოჯახო სასტუმრო სახლში ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დასვენებისთვის.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
სახლი მდებარეობს სიღნაღის ისტორიული უბნის კოლორიტულ ქუჩაზე. სტუმრებისთვის დათმობილია 3 ორადგილიანი და 1 სამადგილიანი საძინებელი ოთახი, სამზარეულო, სასადილო და 3 სველი წერტილი. მასპინძელი დამსვენებელს სთავაზობს ქართულ კერძებს, ღვინის დაჭაშნიკებას, ჰყავს საკუთარი ტრანსპორტი და შეუძლია ეექსკურსიების ორგანიზება, კახეთის რეგიონში. ოჯახს აქვს სახლი და საკუთარი მეურნეობა სოფელ, ზემო ბოდბეში, სადაც შეიძლება დააჭაშნიკოთ ძველი ქართული ტრადიციებით დაყენებული ღვინო, იხილოთ პურის ცხობა, რძის პროდუქტების დამზადების პროცესი.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
აბასთუმნის საოჯახო სასტუმრო "კაპა" ადიგენის გადასახვევიდან 12 კმ-ზე მდებარეობს. ძირითად კორპუსში 8 ორადგილიანი ოთახია საკუთარი სველი წერტილით. საზაფხულო კოტეჯში 4 ოთახი მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის როგორც გოგირდის აბანოებთან, ასევე წიწვოვან ტყესთან. იზოლირებული ეზო კეთილმოწყობილია შადრევნებითა და საქანელებით. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დასვენებისთვის.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ნემსაძეების კარმიდამოში მესხური ყოფის დამახასიათებელ მრავალ ელემენტს შეხვდებით. ვაზის ტალავერი ეზოს ნაწილობრივ ფარავს. სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო და ბუხრიანი დიდი მისაღები ოთახი. მეორე სართულზე კი მოზრდილი სასტუმრო ოთახი ტელევიზორის კუთხით. სულ სახლში 11 ორადგილიანი ოთახია, მათგან 8 აღჭურვილია საკუთარი სველი წერტილებით. ვერანდიდან მტკვრის ხეობის შესანიშნავი ხედები იშლება. ეზოში მოწყობილია ტრადიციული კერა და წყარო. ნახევრად ღია ფანჩატურს საზაფხულო სამზარეულო აკრავს, სადაც თონე და მესხური ფურნეა გამართული. იქვეა არყის სახდელი კუთხე და მარანი, სადაც შინაური ღვინის დაჭაშნიკება შეიძლება. დეკორატიულად გაფორმებულ ეზოს პატარა შადრევანიც ამშვენებს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
საოჯახო სასტუმრო "ქვისკარი" მდებარეობს დაბა ასპინძიდან მოშორებით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სახლში განთავსებულია მისაღები ოთახი, 1 სამადგილიანი და 2 ორადგილიანი საძინებელი საერთო სველი წერტილით. "ქვისკართან" მისასვლელი სამანქანო გზის გარდა, არსებობს საცალფეხო ბეწვის ხიდი მდინარე მტკვარზე. სახლს აქვს პატარა გამწვანებული ეზო.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
სოფლის სახლი ასპინძიდან 21 კმ-ზე, უძველეს მესხურ სოფელ თმოგვში მდებარეობს. სტუმრების განკარგულებაშია 4 ორადგილიანი საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით. აქვეა სასადილო და მოსასვენებელი ოთახი. დიდი ვერანდა საზაფხულო სასადილოს ფუნქციას ასრულებს. ეზოს დეკორატიული ყვავილები, ვარდებისა და ვაზის ხეივანი ამშვენებს. ოჯახის წევრები მზად არიან მეგზურობაც გაუწიონ სტუმრებს, მოემსახურონ საკუთარი მსუბუქი მანქანით ან მიკროავტობუსით და დაათვალიერებინონ რეგიონის ღირსშესანიშნაობები.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სოფლის ცენტრალური გზიდან 600 მეტრის მანძილზე. სახლში სტუმრებისათვის გამოყოფილია 3 საძინებელი ოთახი (ერთი 2-ადგილიანი, ერთი 3-ადგილიანი და ერთი 4-ადგილიანი) საერთო სველი წერტილით (აბაზანა და ტუალეტი ცალ-ცალკე) და მოსასვენებებელი/სასადილო ოთახი. სახლი გარშემორტყმულია დიდი, გამწვანებული, ხეხილიანი ეზოთი. ეზოში არის ასევე 5 ტბორი სხვადასხვა ასხეობის თევზით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მთავარი სამანქანო გზიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო სახლი ხისგან არის ნაგები. აქ სტუმართათვის დათმობილია 3 საძინებელი ოთახი, მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულო და აბაზანა. აივნიდან იშლება სოფლის ლამაზი ხედები. მასპინძელი მანქანით, ცხენით ან ქვეითად მოგატარებთ სოფლის შემოგარენში არსებული ღირსშესანიშნაობებს. დიასახლისი შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ კერძებს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მთავარი სამანქანო გზიდან 5 კმ-ზე, შერეული ტყის პირას მდებარეობს. აქ სტუმრობისას დამსვენებლები გაეცნობიან ადგილობრივთა ცხოვრების სტილს და აჭარული თემის კულტურას. საოჯახო სასტუმროს მეორე სართულზე განლაგებულია 3 ორადგილიანი საძინებელი ოთახი, მისაღები, სამზარეულო, საერთო აბაზანა და აივანი. მასპინძელი ეწევა ორგანულ მეურნეობას. ასევე აცნობს დამსვენებლებს ტრადიციულ კერძებს და ასწავლის მათ მომზადებას. სოფლად სტუმრობისას შესაძლებელია ექსკურსიების ორგანიზება (მანქანით, ცხენით ან ქვეითად) აჭარისმაღალმთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროზე.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ხის ორსართულიანი სასტუმრო სახლი შუახევის რაიონში, მთავარი სამანქანო გზიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აქ დამსვენებელი ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, აჭარული სოფლის ცხოვრებასა და ადათ-წესებს გაეცნობა, შეისწავლის ტრადიციული კერძების დამზადებას. სახლში სტუმრებს ეთმობა მეორე სართულზე მდებარე 3 საძინებელი ოთახი, სამზარეულო და საერთო აბაზანა. მასპინძელს აქვს საკუთარი მეურნეობა.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ზემო აჭარის (შუახევის რაიონი) ერთ-ერთ ლამაზ სოფელ ნიგაზეულში, მთავარი სამანქანო გზიდან 5 კმ-ის დაშორებით. სტუმართათვის დათმობილია სახლის მეორე სართულზე მდებარე 3 ორადგილიანი საძინებელი ოთახი და მისაღები. აქვეა სამზარეულო და საერთო სველი წერტილი. დიასახლისი ამზადებს ტრადიციულ კერძებს და სტუმრებს უმასპინძლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ტრადიციული ხის სახლი მდებარეობს ტყის პირას, შუახევის რაიონში სამანქანო გზიდან 6 კმ-ის დაშორებით. სახლის მეორე სართულზე მდებარეობს 1 ორადგილიანი და 1 სამადგილიანი საძინებელი ოტახი, დიდი მისაღები, სამზარეულო და აბაზანა. სახლიდან იშლება მშვენიერი ხედი. მასპინძელს აქვს საკუთარი მეურნეობა, სიმინდის ყანა, ბოსტანი და სტუმრებს უმასპინძლდება ადგილზე მოყანილი ორგანული პროდუქტისაგან დამზადებული ტრადიციული კერძებითა და ტკბილეულით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
ტრადიციული არქიტექტურის საოჯახო სასტუმრო სახლი ზემო აჭარის შთამბეჭდავი პეიზაჟებითაა გარშემორტყმული. მეორე სართულზე სტუმართათვის დათმობილია 3 საძინებელი ოტახი საერთო სველი წერტილით, მისაღები ოთახი და სამზარეულო. მასპინძელი ეწევა ორგანულ მეურნეობას, ჰყავს ძროხები და ახალი რძითა და სხვა ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდება დამსვენებლებს. სასტუმრო სახლი მდებარეობს მთავარი სამანქანო გზიდან 6 კმ-ის დაშორებით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
სოფლის სახლი ქ. ჩოხატაურიდან 14 კმ-ზე მდებარეობს. სტუმრებისთვის დათმობილია 4 საძინებელი ოთახი ორი სველი წერტილით, ფართო სასადილო ოთახი და აივნები. სოფლის სახლის ეზოს ალამაზებს ყვავილნარი და ყურძნის ტალავერი. აქვეა ადგილობრივი ცხოვრების ამსახველი სოფლის სამყარო- თონე, მარანი, ჭა და მწვადის შესაწვავი სპეციალური კუთხე მთელი თავისი აღჭურვილობით. სახლთან ახლოსაა შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტები. მასპინძელს აქვს კოტეჯი ზღ. დ-ან 2050 მ-ზე მდებარე კურორტ ბახმაროში, რომელიც ბუკისციხიდან 58 კმ-ის დაშორებითაა.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო და აგროტურისტული მეურნეობა რაიონის ცენტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს. საოჯახო სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები ოთახი, სველი წერტილი- ტუალეტი და შხაპი, ბარი, ღია მოსასვენებელი ოთახი; მეორე სართულზე 7 საძინებელი ოთახი, რომელიც 15 სტუმარს იტევს. აგრეთვე დიდი გადახურული აივანი, მოსასვენებელი კუთხეებით, 3 სველი წერტილი (3 ტუალეტი და 2 მათგანში არის საშხაპე). ეზოში მოწყობილია ფანჩატური ეთნოგრაფიული ელემენტებითა და ყვავილების კუთხე. ასევე, მასპინძელს ეზოში გამართული აქვს თხილის საწარმო.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
აგროტურისტული მეურნეობა ოზურგეთიდან 6 კმ-ზე, ზღვასა და ალპურ ზონას შორის, მდინარე აგიდაყვას ნაპირზე მდებარეობს. აქედან ერთი საათის სავალია როგორც შავი ზღვის სანაპირო, ასევე მაღალმთიან კურორტ ბახმარომდე. სტუმრებისთვის განკუთვნილია 3 ორადგილიანი საძინებელი, დიდი ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის, სამზარეულო, საზიარო შიდა და გარე სველი წერტილები. ეზოში არის მარანი და ყვავილების ბაღი. ეზოში გაშენებულია ყვავილნარი და იქვეა მარანი.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
კონფორტაბელური საოჯახო სასტუმრო მდებარეობს გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. ორსართულიანი სახლი ახალი აშენებულია. აქვს ბაღი დეკორატიული მცენარეებით, სადაც სტუმარს შეუძლია მოისვენოს. პირველ სართულზე არის დიდი მისაღები ოთახი ბუხრითა და ტრადიციული ელემენტებით, სამზარეულო და სველი წერტილი. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი (2 ადგილიანი) და აივანი. მასპინძელი ტურისტებს სთავაზობს ეკო-ტურებსა(კოლხეთი, ქობულეთი, მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე) და ისტორიულ-კულტურულ ტურებს (დადიანების სასახლე, ნოქალაქევი). ვიზიტორს საშუალება ეძლევა ითევზაოს ზღვაზე ან სახლის უკან მდებარე ტბაზე. მასპინძელს გაქირავებაში აქვს სათანადო აღჭურვილობა (ანკესი, ნავი). მასპინძელი სთავაზობს სამჯერად კვებას, წინასწარ შეთანხმებით სპეციალურ კვებასაც (ვეგეტერიანელებისთვის). ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ხელმისაწვდომია მასპინძლის მეურნეობიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
აგროტურისტული მეურნეობა შავი ზღვის სანაპიროსთან და მაღალმთიან კურორტ ბახმაროსთან ახლოს მდებარეობს. ქ. ოზურგეთიდან 10 კმ დაშორებით. ტრადიციულ ორსართულიან სახლში სტუმრებს ეთმობა სასტუმრო ოთახი, 2 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი საძინებელი ოთახი საზიარო სველი წერტილით. ყვავილნარითა და კივის ხეივნით გაფორმებულ ეზოში დგას ფიცრული სამზარეულო (სამზადი), ჭა და სასიმინდე. აქ ჩამოსულ სტუმრებს ექსკურსიების ორგანიზებაში მასპინძელი ოჯახი დაეხმარება.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
დავითგარეჯი - ფეოდალური ხანის, ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარეჯის სერზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
კომპლექსი VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ დაარსდა. დავითგარეჯს დავითის ლავრათაც მოიხსენიებენ.
XII საუკუნეში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობის პერიოდში კი, დავითგარეჯი მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა.
დიმიტრი გურიელის სასახლე — ხუროთმოძღვრების ძეგლი ოზურგეთში. ააშენა 1873 წელს თავადმა დიმიტრი გურიელმა (1822-1882), დიმიტრი გურიელი იყო გენერალ-მაიორი. დაიბადა ოზურგეთში 1822 წელს. იყო მამაია მეხუთის გამზრდელი ბიძის, ქაიხოსროს შვილი. მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.
ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2002 წელს და ის შენდება მოსახლეობის შემოწირულობებით და ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც ქრისტეფორე გურულის სახელს ატარებს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია დასრულების ფაზაშია. სიმაღლე: 76.9; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 10 წელი. გაიხსნა 2011 წლის 23 მაისს. ტაძრის წინამძღვარი თავიდან იყო მამა გაბრიელი, შემდგომ 1 წელი მამა პავლე ქინქლაძე, ხოლო ეხლა კი არის მამა დავით წულაძე წინამძღვარი.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 18.5; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1999 წლის 13 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. (დღესასწაული გარდამავალია.) 2001 წლის 18 სექტემბერს შემოქმედმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა აკურთხა ტაძარი და აღავლინა წირვა.
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 41.3; ცენტრიდან დაშორება: 800მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია გაიხსნა 2005 წელს. არის ბაზილიკური ტიპის. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი საბა ჟღენტი.
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 57.3; ცენტრიდან დაშორება: 1 კმ და 200 მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2011 წელს. ის აშენდა ბადრი წილოსანის დახმარებით. წინამძღვარი არის მამა გაბრიელი.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას აღესრულება წირვა. სიმაღლე: 200.6; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 1896 წელს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედი და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 259.2; ცენტრიდან დაშორება კმ.: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 1989 წელს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 262.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2002 წელს. ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია; სიმაღლე: 260.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2004 წელს. ობიექტის აღწერა: სალოცავი მოქმედია. სიმაღლე: 266.7; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
აშენებულია 2005 წელს მამულო გუდავაძის მიერ. ობიექტის აღწერა: მოქმედია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა;
სიმაღლე: 106.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები. ობიექტის აღწერა: აღევლინება წირვა- ლოცვა
სიმაღლე: 385.1; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ეკურთხა 2006 წლის 12 აგვისტოს. არქიტექტორი გახლდათ - თეიმურაზ ბურჭულაძე, მშენებელი - დიმიტრი ბურჭულაძე. აშენდა პაატა ბურჭულაძის შეწევნით. სიმაღლე: 249.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
აშენდა მერაბ და ნიძო გუბელიძეების ინიციატივით, მაგრამ დღესდღეობით შეუერთდა სრულიად საქრთველო, რადგან ძალიან ძვირადღირებული ჩუქურთმებია გამოყენებული. ობიექტის აღწერა: მშენებლობა მიმდინარეობს 12 წელია; სიმაღლე: 143.3;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
კოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის XVIII – XIX საუკუნის გადმოცემაა, რომ აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. მდ. ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები - უკანასკნელი გახლდათ - მღვდელი სილიბისტრო თევზაძე. ამავე ტაძარშია დაკრძალული თავად წულუკიძის ახალგაზრდა ვაჟი (12 წლის). მისი ოჯახის წევრები ყოველ აღდგომას ეკლესიას წირავდნენ ამ ბავშვის სიმაღლე „დომნი პასკას“(ასე უწოდებდნენ) და მისი სიმაღლის კელაპტარს. აქვეა ნური გურიელიძის მიერ აშენებული სამლოცველო
ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 294.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
გაიხსნა 2013 წლის 29 ნოემბერს, წმ. მათეს ხსენების დღეს. XVI საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილი მხოლოდ ჯვარი და ეკლესიის ფუძეზე. ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 259.9;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ტაძარი აშენებულია გურამ ჩალაგაშვილის მიერ. ობიექტის აღწერა: მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი დასასრულებელი სამუშაოები; სიმაღლე: 224.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
სიმაღლე: 236.5; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ვაშნარის ნაქალაქარი მდებარეობს ოზურგეთის დასავლეთით, ქალაქიდან 5 კმ-ზე. 1949 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობა და მარტირიუმი _ მოწამის საფლავზე აგებული ქრისტიანული საკულტო შენობა. ვაშნარი გაშენებული იყო შემაღლებულ ადგილას, იქ, სადაც მდინარეები, სკურდუმი და ნატანები, ერთმანეთს ერთვის. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ V-VII საუკუნეებით განისაზღვრება.
ციხე-ქალაქი სამი მხრიდან დაცული იყო ფლატენაპირიანი მდინარეებით, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან, ბუნებრივი სიმაგრით დაუცველ ვაკე ადგილზე, ვაშნარელებს მაღალი ქვის მასიური კედელი აღუმართავთ და თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით ღრმა თხრილი გაუყვანიათ.
ქალაქის ყოველ მხარეს წყვილ-წყვილი ზღუდე იყო აგებული. ზღუდის კედელთან, ყოველ 40 მეტრზე, მდგარა მცირე ზომის კოშკი და სხვა ნაგებობანი, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ადრეული ქრისტიანული ხანის ეკლესია და სამლოცველოს ნაშთები.
საინტერესოა ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა აზრი ვაშნარის შესახებ: IV საუკუნის დამლევისათვის თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გვევლინებიან ლაზები, რომელთა მიერ შექმნილ სახელმწიფოს ქრისტიანული წყაროები ეგრისს უწოდებენ, ხოლო ბერძენი და ბიზანტიელი ავტორები ლაზიკის სახელით იხსენიებენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ეგრისის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ოთხი მსხვილი საამშენებლო საქმიანობა, რაც ახალ სიმაღლეებს აღწევს... ვაშნარი-სპონიეთი-გურიანი სწორედ ამ საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
ასკანის ციხე მდებარეობს სოფ. ასკანაში, მაღალ, ფრიალო კლდეზე, ოზურგეთიდან 17 კმ-ზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ციხე ნაგებია ქვითა და კირხსნარით. შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდინარე ბახვისწყალზე.
ასკანის ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე საამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, უახლესი _ XIX საუკუნისა.
არსებობს ვარაუდი, რომ ასკანის ციხე IV საუკუნეშია აგებული. ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი _ კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვე აღმოჩენილ იქნა ძველი მარანიც.
ხსენებული ქვის საფეხურები ცხადყოფს, რომ მათი საშუალებით ,,მკვიდრნი და მცველნი ამა ციხისანნი“ რომელიღაც ძველ ნაგებობაში შედიოდნენ.
ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები.
ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხეობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.
ასკანის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამას მოწმობს საინტერესო ნივთიერი კულტურის მდიდარი მასალა, რომელსაც თან ერთვის რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებული რკინის ხანის ქურა-სახელოსნოები, რაც მოწმობს იმას, რომ ამ მხარეს საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტალურგიული წარმოება ჰქონია.
თამარის ციხე _ ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე მდებარეობს სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 6 კმ-ზე. იგი აღმართულია მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე, ე.წ. გურის ტბასთან. აქ ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. აღმოჩენილია გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვით და მოცულობით არცთუ ისე დიდია; განლაგებულია მაღალ ბორცვზე და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია წყლის საცავი ქვის დიდი ავზი და ქვისავე კიბის ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული _ საბრძოლო დანიშნულებისა. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.
ლიხაურის ციხე აიგო XII საუკუნეში მტრისგან თავდაცვის მიზნით. ადგილობრივმა მოსახლეობამ ციხის ასაშენებლად საკმაოდ ძნელი გზა ამოირჩია _ რიგში ჩამდგარი ადამიანები ერთმანეთს აწვდიდნენ რიყის ქვებს და ასე ააგეს ლიხაურის ციხე, რომელიც ხალხის ძლიერების სიმბოლოდ იქცა.
ციხე უკეთ დაცული რომ ყოფილიყო, მდინარესთან მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებდა. ამ გვირაბის ძირითადი მიზანი იყო, ალყაშემორტყმულ ციხეში მყოფ მებრძოლებს საკვებითა და სასმლით მომარაგებისთვის მუდმივი გზა ჰქონოდათ და შეძლებოდათ, მძინარე მტერს ზურგიდან დასხმოდნენ თავს. ასევე იყო დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი ერთ-ერთ ციხესთანაც, რომელიც ლიხაურის ციხის ახლოს მდებარეობდა. ეს გვირაბები საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა მტრისგან თავის დასაღწევადაც.
ციხეს იყენებდნენ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის. მოგვიანებით იგი გურიის მთავარ გურიელის სარგებლობაში იყო. ის წარმოადგენდა როგორც სამთავრობო რეზიდენციას, ასევე ადგილს მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.
ციხე ცნობილია, როგორც "თამარის ციხე", იმის მიუხედავად, რომ ქართველთა მეფე აქ არასოდეს ყოფილა. სავარაუდოდ, ეს სახელი ციხეს თითქოს ძალას მატებდა, რადგან თამარის სახელი ჩვენი ქვეყნის ძლიერების პერიოდს, "ოქროს ხანას" უკავშირდება. ციხეს ასევე ჰქონდა მეორე სახელი _ "წარმატების ციხე", რაც იმით აიხსნება, რომ მისი არსებობის მანძილზე ის არასოდეს დაუპყრია მტერს და გმირულად გაუძლო ყველა ომს.
გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს სოფელ შემოქმედს თავისი მდიდარი წარსულით. აქ ძველთაგანვე აღმართულია დიდებული მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, ,,შემოქმედელებად“ წოდებულნი.
შემოქმედი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრზე. თვითონ შემოქმედის მონასტერი, როგორც უმრავლესობა საქართველოს ეკლესია-ტაძრებისა, მაღლობზეა აგებული. სოფელსა და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის მდინარე, ბჟუჟი, ჩამოუდის. მდინარის მარჯვენა ნაპირას, გორაკის ძირში არის გამოქვაბული, რომელიც ადრე დაყუდებული ბერების ბინა ყოფილა.
თედო სახოკია იხსენებს: ,,მშვენიერი მდებარეობა აქვს თავად მონასტერს: სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს ჯუმათის მთა, აღმოსავლეთით – აჭარის მთების მწვერვალნი, დასავლეთ-სამხრეთით – ერთი ნაწილი გურიისა და ფირუზის ფერი შავი ზღვა, რომელზედაც ჩიტების ოდენად მოსჩანს სანდლების გაშლილი აფრები“.
მონასტერი ორი ტაძრისაგან და სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.
შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ეს იყო სამარხი ადგილი გურიელთა. აქ დასაფლავებულნი არიან: გურიელი მამია, დედამისი, დედოფალი მარინე, შემოქმედელი ეპისკოპოსები...
გურიელები პატრონობდნენ შემოქმედის მონასტერს და ყოველთვის უხვი შეწირულობით ამდიდრებდნენ მას; აქვე პოვებდნენ უსაფრთხო ადგილს ძვირფასი ჯვარ-ხატები, ქართველების მიერ წამოსვენებულნი მტერთაგან აოხრებული სამცხე-საათაბაგოდან.
შემოქმედში დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი, ანუ საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული, და ,,ფუტკარი“, ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებათა კრებული. შემოქმედის გულანი 1004 ძალიან სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, ,,მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი...ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის განვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ეკლესიის ინტერიერის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიაში ინახებოდა ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში – წმ. გიორგის XI საუკუნის ოქროს ხატი, რომელიც ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა. ჩარჩოს ფრაგმენტი დაცულია ერმიტაჟში.
სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას.
ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა სამრეკლო, რომელიც აშენებულია გურიის მთავრის, გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს, 1442 წელს. როგორც ამ სამრეკლოს ხუცური წარწერებიდან ჩანს, ლიხაურს ძველად რეხეული რქმევია.
უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.
უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, თლილი ქვისგან ყოფილა ნაგები. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ 1858 წელს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) წინამძღვრობის დროს. ახლა მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
უდაბნოს ერთ-ერთი წინამძღვარი იყო იოსებ ტუსკია, შემოქმედის გულანის გადამწერი, რომელიც ისტორიულ საბუთებში აღიარებულია ,,ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ (იგულისხმება მამია IV გურიელი, XVIII ს.) და, ამასთან, ,,საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად"...
მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "უდაბნოს მრავალთავი", რომელიც 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით მას IX საუკუნეს მიაკუთვნებენ და, მეცნიერების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სინურ მრავალთავს (864 წ.). დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერში აღმოაჩინა სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაფრასი, ანუ წმინდანთა ცხოვრება; ასევე უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი. წიგნსაცავში ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.).
ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს.
გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.
ეკლესია მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე. ერკეთი ძველად გურული ერისთავების მამული ყოფილა. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ, მონასტერი თარიღდება X-XI საუკუნეებით. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი".
სიმაღლე: 263, ცენტრიდან დაშორება: 3,7 კმ; მუნიციპალიტეტი ოზურგეთი
ობიექტის აღწერა: არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. მელითაური ტაძრის აგებას XVII - XVIII სს. მიჯნაზე მიუთითებს. წმ. მარინეს ეკლესია დანგრევას გადარჩენილა და ჩვენამდეა მოღწეული. შიგნითა კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი, ამეკლესიის კარები, რომელიც ახლაც დაცულია, დამზადებული ყოფილა ვენახის მასალისაგან. სიმაღლე: 197.9 ; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ობიექტის აღწერა: სოფ. მთისპირში ასკანის ციხესა და ოქროსქედის აღდგენილ ეკლესიასათან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ვანისქედის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი XI საუკუნეში აუგიათ. XVII საუკუნეში საფუძვლიანად განუახლებიათ, XIX საუკუნეში კი დანგრეული ეკლესიის დიდი ნაწილი აღუდგენიათ. სიმაღლე: 466.1; ცენტრიდან დაშორება: 4 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 40 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ლეგენდა: სოფლის ნაპირას, გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ეკლესიაში უცხოვრია ვინმე მონაზონ მარიამს, რის გამოც გორაკს „მარიამის გორს“ ეძახიან.
ობიექტის აღწერა: ეძახიან. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. 2004 წელს ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ახალი ეკლესია აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით, ხოლო კუთხეები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვებით. ეკლესიის ძველი წყობიდან შემორჩენილია სამხრეთის შესასვლელი, ხოლო დასავლეთის შესასვლელი ახალია. ეკლესიას სარკმლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე აქვს. ამჟამად ეკლესია მოქმედია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სიმაღლე: 304.9; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 60 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
წარმოადგენდა.შემოქმედის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ოთხ ძეგლს მოიცავს,მათგან ორი ეკლესია: 1. შემოქმედის ღვთაების ეკლესია 2. ე.წ. ,,ზარზმა” იგი გურიის მთავარმა ვახტანგ I-მა საგანგებოდ ააშენებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოტანილი ფერიცვალების ხატის დასასვენებლად და ეკლესიამაც სახელი აქედან მიიღო. 3. XVI საუკუნის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი. 4. სამრეკლო.ამასთანავე,შემოქმედის კომპლექსს მიეკუთვნება ეკლესია ,,გორის გვერდისა“. იგი განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლადაა მიჩნეული და დღეს მისი გალავანი და ნანგრევებია შემორჩენილი. სიმაღლე: 233.3 ; ცენტრიდან დაშორება: 2 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 300 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
წმ. გიორგის სახ. უძველესი ტაძარი მდებარეობს სოფ. დვაბზუში ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. ეკლესია V-VI საუკუნით თარიღდება, ხოლო სამრეკლო კი X საუკუნით. სიმაღლე: 142.5 ; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ეკლესია აიგო 2000 წელს. მისი აშენება დააფინანსა შუხუთის მკვიდრმა ბიზნესმენმა თემურ ჩხაიძემ.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 32.1 ; ცენტრიდან დაშორება კმ.: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო. მშენებლობა დასრულებულია მაგრამ წირვა ჯერ არ ტარდება საეკლესიო ნივთების არქონის გამო. მხოლოდ პარაკლისები ტარდება. ეკლესიის მღვდელი მღვდელ -მონაზონი დავით შეწირულია. ის, ამავე დროს, ნინოშვილის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.ეკლესია კარლო გუჯაბიძის დახმარებით აშენდა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. სიმაღლე: 55.8; ცენტრიდან დაშორება: 50მ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი, ქ.გორის აღმოსავლეთით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირას მდებარეობს.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.
ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. გაჭედილი, მდ. აბაშის ხეობა, მარტვილი-ჩხოროწყუს ცენტრალური საავტომობილო გზის პირას, 210 მეტრი ზღვის დონიდან.
ოკაცეს კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ ზედა გორდში, მდინარე ოკაცეს ხეობაშ მდებარეობს. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე 3-6 მეტრი, ზოგან 15-20 მეტრიც კი. სიღრმე 20- დან 100 მეტრამდე მერყეობს.
კაცხის სვეტი - კირქვის სვეტისებრი კლდე სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე მდებარეობს. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია.
2007 წლიდან, სვეტზე არსებული ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა. აქამდე თუ კაცხის სვეტზე ასვლა არ შეიძლებოდა, ამის შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი. აღდგენილი სვეტის ძირში და თავზე სამლოცველოებია მოწყობილი.
რაბათის ციხე - ისტორიული ციხე ქალაქ ახალციხეში, “რაბათის” ისტორიულ უბანში, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს.
დღევანდელი მდგომარეობით, რეაბილიტირებული ციხხე ახალციხის ციხე-კომპლექსის ნაწილი, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ის რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი, შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ.
დმანისის სიონი - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში მდებარეობს.
დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშვებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან — სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა — საკურთხეველში შემორჩენილის წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213-1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგი მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდტულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მრავლადაა ადრეული და შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები.მათ შორის არის უძველესი ტობა.
აჭის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული.
გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი - მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის სამხრეთით. იგი გრემის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში, XV_XVII საუკუნეებში არის აშენებული.
ერთ-ერთი ცნობის თანახმად, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და მისი იქ დაკრძალვა უბრძანებია. 1589-1590 წწ. რუსების ელჩობის ჩანაწერებში ეკლესიის აგების ზუსტი თარიღსაც ვიგებთ “ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო”. აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით, მთავარანგელოზთა ეკლესიის აგების თარიღად 1565 წელი მიიჩნიეს.
ალავერდი - საკათედრო ტაძარი და მონასტერი, ალაზნის ველზე, სოფ. ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე მდებარეობს.
მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში, იოსებ ალავერდელმა დაარსა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ, ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას საკათედრო ტაძარი ააგო, რომელიც ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქარველოში. შენობის გეგმას საფუძვლად ჯვარი უდევს.
ატენის სიონი - VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გურიიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.
გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსაბლი, ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელის ხეობაში მდებარეობს.
გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. იგი 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსდა.
აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
ბაგრატის ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებულია 1003 წელს, ბაგრატ III-ის მეფობის დროს. ტაძარი ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე მდებარეობს.
ბაგრატის ტაძარს მისი არქიტექტურული ისტორიის პარალელურად ჰქონდა თავისი სასულიერო ფუნქციონირების ისტორიაც. ის იყო ქართველი მეფეების კურთხევისა და მათი გარდაცვალების შემდეგ მათი განსასვენებელი ადგილი. აქ დაკრძალულია ერთიანი საქართველოს მეორე მეფე, გიორგი I.
1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად იქნა შეტანილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლა სიაში.
გონიოს ციხე, აფსაროსი - ისტორიული ციხესიმაგრეა, რომელიც ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.
გონიოს ციხის სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. მისი ფართობი 44.460 კვ.მ უდრის. გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული, მათგან 4 კუთხის კოშკი ყველაზე დიდია. აქ 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.
ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლია. სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე.
მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.
გორის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ.წ I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეშ იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.
საქართველოსთვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა, რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთ გალერეასა და ტაძრის ინტერიერში, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი.
დადიანების სასახლე - ისტორიული არქიტექტურული მუზეუმი 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნოვთების ბაზარზე დაარსდა. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.