რუსთავში ჰაერის ტემპერატურა ღამე -5 გრადუსამდე დაეცემა, ხვალ დღის მანძილზე კი მაქსიმალური ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ყინვები ღამის განმავლობაში 10 დეკემბრამდე შენარჩუნდება. შაბათიდან ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და ღამე ყინვები აღარ იქნება, თუმცა ტემპერატურა 16 დეკემბრიდან ისევ დაიწევს, ხოლო პირველი თოვლის მოსვლას რუსთავში სინოპტიკოსები 18 დეკემბერს ვარაუდობენ.